არჩევნები 2021

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ეშმაკი არ ასვენებს, იქნებ ციხეში დაისვენოს 6 წელი

ეშმაკი არ ასვენებს რომ იტყვიან ამ ადამიანს და იქნებ ციხეში 6 წელი დაისვენოს

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

კომენტარები