არჩევნები 2021

დათვლილია ხმების 48.73%: ქართული ოცნება – 47.6%, ენმ – 31.22%, საქართველოსთვის – 7.27

ტაბულა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 3 743 უბნიდან დათვლილი აქვს 1 884 უბნის მონაცემები, რაც 48.73%-ს შეადგენს. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განადაწილდა:

  • ქართული ოცნება - 47.6%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31.22%;
  • გახარია-საქართველოსთვის - 7.27%
  • ლელო - 2.6%
  • ევროპული საქართველო - 1.78%; 
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.44%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.32%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.2%

თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ხმების 45.5% აქვს, ენმ-ის კანდიდატს ნიკა მელიას 34.13%, ხოლო პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას - 8.97%. ამ დროისთვის, თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 320 უბანი, რაც 41.61%-ია. ცესკოს პირველადი მონაცემებით, თბილისში მეორე ტური იქნება.

ასევე, 5-დან 3 თვითმმართველ ქალაქში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ. ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მე-2 ტური დაინიშნება. დათვლილია საარჩევნო უბნების 47.73%.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები