არჩევნები 2021

კახა კალაძე - 45.5%, ნიკა მელია - 34.13%, დათვლილია ხმების 41.61%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ხმების 45.5% აქვს, ენმ-ის კანდიდატს ნიკა მელიას 34.13%, ხოლო პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას - 8.97%. ამ დროისთვის, თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 320 უბანი, რაც 41.61%-ია. ცესკოს პირველადი მონაცემებით, თბილისში მეორე ტური იქნება.

ეორე ტურის საჭიროებას ადასტურებს ქართული ოცნების ხმების პარალელური დათვლის პირველადი შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძეს ხმების 45.08% აქვს, ხოლო ნიკა მელიას - 33.98%. პარტიამ უბნების 45.38% დაითვალა.

საარჩევნო უბნების 20:00 საათზე დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა. პარალელურად, სამმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა Ipsos-ისა (მთავარი) და Edison Research-ის (ფორმულა) ეგზიტპოლებით, თბილისში მეორე ტური ინიშნება, გორბის (იმედი) ეგზიტპოლით კი კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო. სამთავრობო მედიის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გამარჯვება იზეიმა, კახა კალაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და Facebook-ზე ფოტოც დადო წარწერით - "თბილისმა გაიმარჯვა, კახა კალაძე - თბილისის მერი". მოგვიანებით, მმართველი გუნდის ლიდერებმა თქვეს, რომ ეგზიტპოლის "ცდომილებიდან გამომდინარე", შესაძლებელია, თბილისში მეორე ტური გახდეს საჭირო.

Edison Research-ს (ფორმულას) 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს 44% აქვს, ნიკა მელიას – 40%.  IPSOS-ის (მთავარი არხის) 20:00-საათიანი მიხედვით, კალაძეს 40.5% აქვს, მელიას – 39.9%. რაც შეეხება GORBI-ის (იმედის) 18:00-საათიან ეგზიტპოლებს, კახა კალაძეს 51.3% აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ნიკა მელიას კი  – 34.6%.   

Edison Research-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები პროპორციულ ნაწილში იგივე დარჩა, რაც 18:00-ზე იყო. 20:00 საათის მონაცემებით, პარტიების შედეგები საქართველოს მასშტაბით ასე გადანაწილდა ქართული ოცნება - 46%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 33%, საქართველოსთვის  - 6%, ევროპული საქართველო - 2%, ლელო  - 2%, გირჩი - მეტი თავისუფლება  - 2%

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული (20:00) ეგზიტპოლის მიხედვითოცნებამ ხმების 38.5% მიიღო, ენმ-მ - 31.9%, საქართველოსთვის - 7.7%, გირჩი-მეტი თავისუფლება - 4.8%, ლელო - 3.7%

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების(18:00) მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ  47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 6.8%. ეს 18:00-ის მონაცემებია. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები