არჩევნები 2021

კობახიძე: ჩვენი კანდიდატები შეთხვევების დაახლოებით 80%-ში პირველივე ტურში იგებენ

"ჩვენ გვაქვს რეგიონებიდან წინასწარი მონაცემები, შეიძლება ითქვავს, რომ უმეტეს შემთხვევებში, დაახლოებით 80% შეთხვევების პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები". - ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, წინასწარი მონაცემებით მმართველი პარტიის მერობის კანდიდატები შემთხვევების 80%-ში პირველივე ტურში იგებენ.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს, ოცნების ხმების პარალელური დათვლით, პარტიამ უბნების 16.83% დაითვალა, საიდანაც, მათი ცნობით, 52.57% აქვთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 29.16%, საქართველოსთვის კი - 5.81%.  

ასევე, ქართული ოცნების PVT-ის მიხედვით:  

  • ლელო - 2.29%
  • ევროპული საქართველო - 1.89%  
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.59%  
  • მესამე ძალა - 1.45%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.37% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 0.64% 
  • გირჩი - 0.62%  

საარჩევნო უბნების 20:00 საათზე დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა. პარალელურად, სამმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა Ipsos-ისა (მთავარი) და Edison Research-ის (ფორმულა) ეგზიტპოლებით, თბილისში მეორე ტური ინიშნება, გორბის (იმედი) ეგზიტპოლით კი კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო.  

Edison Research-ს (ფორმულას) 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს 44% აქვს, ნიკა მელიას – 40%.  IPSOS-ის (მთავარი არხის) 20:00-საათიანი მიხედვით, კალაძეს 40.5% აქვს, მელიას – 39.9%. რაც შეეხება GORBI-ის (იმედის) 18:00-საათიან ეგზიტპოლებს, კახა კალაძეს 51.3% აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ნიკა მელიას კი  – 34.6%.  

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული (20:00) ეგზიტპოლის მიხედვითოცნებამ ხმების 38.5% მიიღო, ენმ-მ - 31.9%, საქართველოსთვის - 7.7%, გირჩი-მეტი თავისუფლება - 4.8%, ლელო - 3.7%

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების(18:00) მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ  47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 6.8%. ეს 18:00-ის მონაცემებია. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები