არჩევნები 2021

კალაძე სააკაშვილზე: მადლობა ყველა შესაბამის სამსახურს, უმაღლეს დონეზე გააკეთეს ყველაფერი

კახა კალაძე
თბილისის მერია

"მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, შესაბამისად, მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინა". - ამის შესახებ თბილისის მერი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახა კალაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ამბობს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა გუშინ, 1 ოქტომბერს, სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ, კალაძე პასუხობს: "კახა კალაძემ ძალიან ბევრი რამე იცის". 

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სამსახურს, ეს არის უშიშროების სამსახური, შსს, თითოეულ თანამშრომელს, მართლაც უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული". - ამბობს კალაძე. 

გუშინ, 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

კომენტარები