ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ სამთავრობო TV იმედის ეთერში, 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტზე" ამბობს, რომ ფიქციაა, რომელიც "ხმაურის შექმნას" ემსაუხრება.
"რა უნდა დავუშვათ, რომ ჯო უილსონმა კანონით უნდა დაავალოს ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს, დააკვირდით რას შვება რუსეთი, ჩინეთი თუ ირანი რეგიონში და საქართველოში?! ვინმეს ჰგონია, რომ ისე ამას არ აკეთებენ?! რას ემსახურება მაშინ ეს კანონები?! უბრალოდ საინფორმაციო ხმაურს. თითქოს ახლა ჯო უილსონის დავალებას ელოდება დონალდ ტრამპი, რომ რუსეთსა და ჩინეთზე იფიქროს და მათი გავლენები შეისწავლოს?! ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას, ვიღაცამ რაღაც თქვას". - თქვა პაპუაშვილმა.
8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.




