არჩევნები 2021

კობახიძე სააკაშვილის დაკავებაზე: დაცული კონფიდენციალობა წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად. სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები. მათ შორის, იმისთვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით. ეს არის მარტივი წესები ნებისმიერი სპეცოპერაციისას და ეს წესები იყო დაცული. ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი გახდა სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული ეს კონფიდენციალობა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ

გუშინ, 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

კომენტარები