მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გახარია სააკაშვილის დაკავებაზე: იმედია, მელიასავით, მის ამნისტირებასაც არ მოახდენენ

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია, ის გასამართლებულია ქართული სასამართლოს მიერ. მეორე, ყოველთვის ვამბობდი ხაზგასმით, თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, ეს ლოგიკურად შეთანხმებული იქნებოდა ოცნებასთან და ოცნება შემოიყვანდა მას და დააბრუნებდა, ესეც დადასტურდა, ახლა უბრალოდ იმედი მაქვს და არ გამართლდება ჩემი პროგნოზი, რომ ოცნება მას ამნისტირებას გაუკეთებს, ისე, როგორც მაგალითად გაუკეთა ნიკა მელიას. ქართველი კაცი ბრძენია, ეს ქვეყანა კი, ჩვენია, საქართველოს მოქალაქეების და როცა ასეთ მასკარადს ნაცები და ქოცები ერთად გვიწყობენ პირველ ოქტომბერს, სიმბოლურად, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, რა თქმა უნდა ბრძენი ქართველი კაცი ამას შესაბამისს შეფასებას მისცემს არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ აირჩევს მომავალს და წინსვლას, და არა ნაცების 9 წლიან და ოცნების 9 წლიან წარსულში დაბრუნებას.

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თბილისში დაკავების შესახებ.

კომენტარები