მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა

კრემლის სპიკერი: სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია

დმიტრი პესკოვი
RBK

ცნობას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი.

"მომისმინეთ, სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია", – თქვა პესკოვმა, "მთავარია, რომ ეს ცირკი არ წარმოადგენდეს საფრთხეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ეს ბატონი იმყოფება. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჩვენი საკითხი არაა", – დაამატა მან. 

პესკოვმა ასევე თქვა, რომ კრემლში სააკაშვილის ქმედებებით, საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ხედავენ. 


სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა და ამბობს, რომ ბათუმშია.

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება.   

ქართული ოცნების წევრები სააკაშვილის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ირონიით შეხვდნენ და ამბობენ, რომ "თუ ტყე-ტყე იარა, ესეც კომიკურია, შეუძლია თქვას, იმავე გზებით წავედი უკანო". ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით კი "სააკაშვილს ბავშვობაში დახუჭობანას არ ეთამაშებოდნენ და ახლა გადაწყვიტა".  

"მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან". - ასე დაიწყო ბრიფინგი შალვა პაპუაშვილმა.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. უწყების ინფორმაციით, კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან და ისინი ადასტურებენ, რომ საქართველოს სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული. მას ჟურნალისტები არ დაესწრებიან - პარტია ვიდეოს თავად გაავცელებს. 

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები