უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, ლუკოილის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება 2 ივლისს შეაჩერა.
2 ივლისს, დრონებით იერიშის შემდეგ, რუსეთში სიმძლავრით მე-4 და ბენზინის წარმოებით მე-2 ადგილზე მყოფ ქარხანა ნორსს მისი მთავარი პირველადი დისტილაციის ბლოკი დაუზიანდა, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 53%-ს შეადგენდა.
2 ივლისიდან ქარხანამ შეწყვიტა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო რეალიზაცია სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე.




