რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ხიდი ააფეთქა, რომელსაც რუსეთი სამხედრო ტვირთისთვის იყენებს

უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალი სარკინიგზო ხიდი ააფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთი ამ ხიდს სამხედრო პერსონალის გადასაყვანად, ასევე, იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო მარაგის გადასატანად იყენებს. 

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, არტემოვკასთან ახლოს, ასევე დაბომბეს რუსული ელექტრონული საბრძოლო სადგური.

კომენტარები