კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული ლუგანსკის "სრულად გათავისუფლებისა" და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი მედიას Interfax Russia ავრცელებს.
პესკოვი ასევე ირწმუნება, რომ მიმდინარეობს ხარკოვისა და სუმის ოლქებში უსაფრთხოების ზონის შექმნა.




