სომხეთი

სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს 

დავით ტონოიანი

სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით ტონოიანი კორუფციაში ჩართულობისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ეროვნული უშიშროების სამსახურის განმარტებით, ტონოიანს ბრალად ედება: ძალაუფლების გადაჭარბება, თაღლითურ სქემაში ჩართულობა და შეიარაღებული ძალებისთვის გაუმართავი საბრძოლო ტექნიკისა და მასალების მიყიდვა. 

Euronews-ის ინფორმაციით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რომელიც 2018-2020 წლებში უძღვებოდა სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, დროის მოკლე პერიოდში 5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა მიიტაცა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. 

ის თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მთიან ყარაბაღში ექვსკვირიანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმება შედგა. 

უშიშროების სამსახურის ცნობით, ასევე, დაკავებულია იარაღით მოვაჭრე დავით გალსტონი, რომელიც, სავარაუდოდ, კორუფციულ გეგმაში თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად იყო ჩართული. 
 

კომენტარები