ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა

BBC

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრიტნი სპირსი მამის, ჯეიმი სპირსის მეურვეობისგან თავისუფალია. 13 წლის განმავლობაში ჯეიმი შვილის ქონებას და კარიერას განკარგავდა. სრულ თავისუფლებას მომღერალი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, სასამართლო უფლებას იტოვებს პოპ დივას ახალი მეურვე დაუნიშნოს.

27 წლის ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა 2008 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას დღემდე მამა განაგებს. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპშემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა წელს სცადა. არც ერთი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოების და მედიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამ სიტყვებით მიმართა ბრიტნი სპირსმა სასამართლოს, რომელმაც საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ჯეიმი სპირსის თქმით მას და მისი ოჯახის წევრებს თაყვანისმცემლები რეგულარულად ემუქრებოდნენ. 

2021 წლის 8 სექტემბერს მეურვეობის დასრულების მოთხოვნით საბუთები სასამართლოში თავად ჯეიმი სპირსმა შეიტანა.

ბრიტნი სპირსის მეურვეობის შესახებ ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. Framing Britney Spears წლის დასაწყისში გამოვიდა, ფილმმა საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. იქამდე მომღერლის უუფლებობაზე მხოლოდ ერთგული თაყვანისმცემლების მცირე ნაწილი აპროტესტებდა. 28 სექტემბერს Netflix-მა კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი, Britney vs Spears გამოუშვა.

კომენტარები