არჩევნები 2021

კობახიძე: 0.1%-იც რომ ავიღოთ, არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება

1%-იც რომ ავიღოთ, 0.1%-იც რომ ავიღოთ, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება - ეს ერთი და ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია. ეს თეორიული ვარიანტი. რაც შეეხება პრაქტიკულ ვარიანტს, ქართული ოცნება 43%-ზე ბევრად მაღალ შედეგს აიღებს ისედაც და ასედაც, ანუ არავითარი ფორმით არ არის აქტუალური ეს საკითხი, არც თეორიული, არც პრაქტიკული, არავითარი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ დისკუსიაში, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ რაღაცა მოიგოს არჩევნების წინ, მაგრამ საზოგადოებას შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ არავითარი არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, ჩვენ გვექნება სიმშვიდისა და განვითარების სამი წელიწადი.

ყოველ წელს არჩევნები არ არის პრობლემა, ეს რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ ყოველ წელს პოლარიზებული არჩევნები არის პრობლემა ქვეყნის განვითარების კუთხით. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და ეს სამი წელი ქართული ოცნება დაამშვიდებს ქვეყანას, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თვითმმართველობის არჩევნებსა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკისას.

კომენტარები