არჩევნები 2021

კალიურანდი: სააკაშვილთან მკაფიოდ ვთქვი, გამოიყენოს ძალა და არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია

მე ბატონ ივანიშვილს პირადად არ ვიცნობ. რამდენადაც ვიცი, ის ყოველდღიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. მაგრამ ერთი კვირის წინ, ბატონ სააკაშვილს ბრიუსელში შევხვდი, სადაც ის ევროპარლამენტის სხვა წევრებსაც ხვდებოდა. მე მასთან ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემსუბუქდეს და რომ არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. ეს იყო მესიჯი, რომელიც ბატონ სააკაშვილთან გავაჟღერეთ.

ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ამერიკის ხმის კითხვას ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის როლისა და სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება.

კომენტარები