არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: გაისად პირველად ერთ სულ მოსახლეზე მშპ $5 000-ს გადააჭარბებს

ჩვენი ვარაუდით, გაისად პირველად საქართველოს დამოუკიდებლობიდან, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 5 000 დოლარს გადააჭარბებს. ახლა თქვენ შემეკითხებით, როდის აისახება ეს მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა. ის, რომ მეტი ადამიანი მიიღებს გაზრდილ ხელფასს, დროთა განმავლობაში მეტი ადამიანი გამოვა სიღარიბიდან, ეტაპობრივად დაიძრება. ერთ დღეში ურემი არ აშენებულა, ამ ილუზიებს სააკაშვილი ქმნიდა.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები