კორონავირუსი საქართველოში

Covid-19-ით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 597 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.65%-ია

Covid-19-ით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 331 ტესტი და დადასტურდა 1 597 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი.

24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.17%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 278, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 119, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 153, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 005, საიდანაც 4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან მძიმე პაციენტია 1 066, ხოლო 300 პაციენტი  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა   605 360 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 787 და გამოჯანმრთელდა 573 542 პირი. 


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები