არჩევნები 2021

ბოჭორიშვილი: ელჩებთან შეხვედრაზე შენიშვნები არ მიგვიღია, ჩანაწერებზე არ გვისაუბრია

ელჩებთან შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კოლეგებისთვის, ელჩებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, სამზადისთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვახსენეთ და ვისაუბრეთ ყველა იმ ინციდენტზე, რასაც ჰქონდა ადგილი ამ დრომდე და იმედი გამოვთქვით, რომ მსგავსი აღარ [განმეორდება] 

ჩანაწერებზე არ იყო საუბარი, არ გვისაუბრია, არ მიგვიღია შენიშვნები, შენიშვნებს არ ემსახურებოდა ეს შეხვედრა, ემსახურებოდა ინფორაციის გაცვლას, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო სამზადისი.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები