არჩევნები 2021

"ნაბიჭვარო, ივანიშვილის მონა" – ევროკავშირის ოფისთან მელია და კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ტვ პირველი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "უსინდისო, ივანიშვილის მონა", კობახიძემ კი მას "ნაბიჭვარი" უწოდა. 

მელიამ კობახიძეს ჰკითხა, სჯეროდა თუ არა, რომ დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთი თავად დაჭრეს.  

"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები? გჯერა? უსინდისო ხარ და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, უნამუსო, ბიძინა ივანიშილის მონა, ქვეშა*ვია, უნამუსო ბავშვო, ჩვენ დავჭერით? შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი და ბიძინა ივანიშვილის მონა, მონა ხარ, მაიმუნო" - უთხრა მელიამ კობახიძეს. 

"ვინ თქვა, ვინ თქვა ეგ, ნაძირალა?

ეს არის, როგორც აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო, ბინძური კაცი. ასე აწყობენ პროვოკაციებს, ნაძირალა, ნაბიჭვარო, ნაძირალა" - მიმართა კობახიძემ მელიას.  

ევროკავშრის წარმომადგენლობის ოფისში ნიკა მელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს უნდა შეხვდეს, მაშინ, როდესაც დაპირისპირება მოხდა, ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ ოფისს ტოვებდა. 


დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრის გამო ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს.  

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი".

მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს. 

კომენტარები