არჩევნები 2021

კალაძე: ჩვენ ვართ გუნდი, ვინც დაასრულა თბილისში ქაოტური განაშენიანება

მწვანე სივრცეებისა და სპორტული სივრცეების ხარჯზე ნამდვილად ხდებოდა გარკვეული მშენებლობების განხორციელება, კორპუსების ჩადგმა - ეს მავნე პრაქტიკა.

ჩვენ ვართ ის ადამიანები, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა ამ ქალაქში ქაოტური განაშენიანება, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე კორპუსების და სხვადასხვა მშენებლობების განხორციელებას. 

[...] გპირდებით, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი ევროპაში.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციისას.

კომენტარები