2021 წელს გარდაცვლილები

მსახიობი ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვლა

Batumelebi

68 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. 

დაიბადა 1953 წლის 2 იანვარს თბილისში. 1983 წელს დააამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობა. ქავთარაძე 1996 წლიდან ბათუმის აკადემიური თეატრის მსახიობია, რომლის სცენაზეც შესრულებული აქვს როლები: მეფე შარლი (ტოროლა); გრიქულ ვაღრამიჩი (ვაი ჭკუისაგან); გლეხი (ჩვენისთანა ბედნიერი განა არი სადმე ერი?!); გელა (მერე რა რომ სველია, სველი, იასამანი); პარუმ ოსეპა (ჯერ დაიხოცნენ, შემდეგ იქორწინეს); ოქრპეტა (მზიანი ღამე); გაბრიელი (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში); სენიორ ლომბარდი (ორი ბატონის მსახური).

გადაღებულია ფილმებში: წიგნი ფიცისა, ოჰ, ეს საზიზღარი ტელევიზორი, მონანიება, ნეილონის ნაძვის ხე, იავნანა, ლეონარდო, ვირთხა. გადაღებული აქვს ფილმები წკიპურტები, ტრიუმფი, ტაო-კლარჯეთი, მემთივრეები, ზექერია, დაკარგული საქართველო. იყო ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

მსახიობი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში იყო გადაყვანილი.

 

კომენტარები