თვითმმართველობის არჩევნები 2021

კობახიძე გახარიაზე: [კოკაინის მოხმარების] პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა

არათუ არ შეგვიმჩნევია, ეს პრობლემა მას არ ჰქონია მაშინ, იმ დროისთვის [ქართულ ოცნებაში ყოფნისას], ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი - ხარი ხართან დააბი და ასე შემდეგ, როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ კოკაინთან, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა, კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებულები, ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას.

უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, მოიხმარდა თუ არა გიორგი გახარია ნარკოტიკულ საშუალებებს ქართულ ოცნებაში ყოფნისას.

17 სექტემბერს კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკისას გახარია "კოკაინშიკად" მოიხსენია.

კომენტარები