თვითმმართველობის არჩევნები 2021

ოცნების კვლევა: კალაძე - 56.1%, მელია - 28.3%, გახარია - 6.2%

ქართული ოცნებების წევრის, მამუკა მდინარაძის თანახმად, პარტიის სოციოლოგიურმა ჯგუფმა თბილისში ახალი კვლევა ჩაატარა. სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2 975 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8%-მა დაასახელა, ცდომილების ზღვარი კი 3%-ია. 

კვლევის თანახმად, კითხვაზე - ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 48.6%
  • ენმ - 27.1%
  • საქართველოსთვის - 5.8%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 3.4%
  • მოქალაქეები - 2.6%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2.4%
  • მესამე ძალა - 2.3%
  • ლელო - 2.3%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.2%
  • გირჩი - 1.1%
  • ევროპული საქართველო - 1.1%
  • სხვა პარტიები - 2.1%

ხოლო კითხვაზე - ხვალ რომ თბილისის მერის არჩენვები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • კახა კალაძე - 56.1%
  • ნიკანორ მელია - 28.3%
  • გიორგი გახარია - 6.2%
  • ანა დოლიძე - 2.2%
  • ანა ბიბილაშვილი - 1.9%
  • გიორგი ლომია - 1.3%
  • თამარ კეკენაძე - 0.9%
  • მიხეილ ქუმსიშვილი - 0.7%
  • სხვა კანდიდატები - 2.4%

კომენტარები