კორონავირუსი საქართველოში

კლინიკა ბომონდში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი ტყუპები გარდაიცვალნენ

კლინიკა ბომონდში კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ.

ტყუპები, რომლები 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ. 

როგორც ტაბულას კლინიკის ახალშობილთა განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილმა უთხრა, ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით იყო მოცული. 

"ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. ჰქონდათ კოვიდური პნევმონია. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისთვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად სამწუხარო შედეგი დადგა". - ამბობს მარინა ბარათაშვილი. 

2 სექტემბერს კორონავირუსით ახალშობილების დედაც გარდაიცვალა

კომენტარები