ჭყონდიდის ეპარქია

მამა ათინოგენე მეუფე სტეფანეზე: ერისკაცად დამტოვაო? ერის, რომელსაც ყველაფერში ატყუებენ?

მამა ათინოგენე
რუსთავი 2

მამა ათნოგენე, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს შორის ერთ-ერთია, აცხადებს რომ მისთვის მეუფე სტეფანეს სიტყვას ფასია რ აქვს და შესაბამისად, მონასტრის დატოვებას არ აპირებს. 

"ჩემთვის ის არარაობაა, არსებაა საცოდავი, მატყუარა, ცრუ, რომელთანაც ვინც კიდევ მას გვერდში უდგას და გვერდში დგომას გამოუცხადებს ისინიც საცოდავნი, მატყუარები და არაქრისტიანული სულის მატარებლები არიან. რაში დამტოვაო, რა მითხრა, ერისკაცად, რომელი ერის კაცად? ერს რომელსაც ყველგან და ყველაფერში ატყუებენ. ერს, რომელსაც მამათმავლობაში ბრალდებული პატრიარქი ჰყავს და ეს გამოძიებული არ არის და ერს, რომელსაც აუკრძალეს ამაზე საუბარი და ერს, რომელსაც საქვეყნოდ გამოუქვეყნეს ის, თურმე როგორი ეკლესიის წარმომადგენლები გვყოლია ჩვენ და ახლა თავს იმართლებენ".- ამბობს მამა ათინოგენე. 

19 სექტემბერს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ადრე განყენებული მღვდლები ეკლესიიდან განკვეთა. ამის შესახებ მან ამბიონიდან განაცხადა და აღნიშნა, რომ განკვეთილ პირებს ეკრძალებათ სამონაზნო სამოსის და ატრიბუტიკის ტარება.  მიტროპოლიტმა სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილმა სასულიერო პირებმა სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დატოვონ. 

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ბოლო დაპირისპირება 14 სექტემბერს მოხდა, როდესაც სუს-ის მასალების გავრცელების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

კომენტარები