ძალადობა ჟურნალისტებზე

მთავარის ოპერატორი: უკნიდან მომეპარნენ, კამერის წართმევა უნდოდათ, იყო ფიზიკური ზეწოლა

ტვ პირველი

მთავარი არხის ოპერატორი, ლევან აბოლოთია, რომელიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრებმა ოფისის მე-2 საერთულიდან გადმოაგდეს, მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს. 

"როდესაც გარეთ ვწერდით გამოვიდა აგრესიულ პარტაქტივი, უკნიდანაც მომეპარა ერთი და კამერის წართმევაც ცდილობდა. მე რომ ვცდილობდი, რომ მისთვის კამერა არ მიმეცა, იყო შეხლა-შემოხლა, ჯიკაობა და ფიზიკური ზეწოლა. უკუსვლით მივდიოდი, რომ თავი ამერიდებინა, მაგრამ ვერ გავასწარი". - ამბობს ის ტელეკომპანა პირველთან ინტერვიუში.  

აბოლოთია კლინიკიდან გაწერეს, ექიმის თქმით, მას წოლითი რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია მისცეს. 

"მაღალტექნოლოგიური კვლევებით არის დადგენილი მხოლოდ ზედაპირული ტრავმები. რაიმე შინაგანი ორგანოს დაზიანება, თავის ტვინის, ან ძვლოვანი სისტემის დაზიანება არ დადგინდა. აქვს გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა და მარცხენა იდაყვისა და მაჯის სახსრის დაჭიმვა. რეკომენდაცია არის, რომ წოლითი რეჟიმი იყოს, დაჟეჟილობა საჭიროებს მოშუშებას". - ამბობს ექიმი. 

მომხდარზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოცნების ოფისში სიტყვიერი დაპირისპირება ნამდვილად იყო, თუმცა, მისივე მტკიცებით, აბოლოთია კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და შემთხვევით გადავარდა. 

კომენტარები