პარლამენტი

კორძაია: არაფერი შეუძლია დღეს პარლამენტს, ეს პარლამენტი უძლურია

არაფერი შეუძლია დღეს პარლამენტს. ცოტა მძიმე განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ეს პარლამენტი უძლურია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთმა პარლამენტის წევრმა არ იცოდა მოსმენების შესახებ, მათ შორის ირაკლი კობახიძემ. მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ თვითონაც ამ შანტაჟის მსხვერპლი არიან, ამიტომ, როდესაც ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მოქმედების თავისუფლება, ის პარლამენტი უუნაროა, მაგრამ ვითარება სცდება მარტო პარლამენტს. დღეს გვაქვს რეალობა, სადაც ყველაფერი განადგურებულია, საკუთარი თვალით დავინახეთ, რა მასშტაბებზე გავიდა. ფაილი მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც საეკლესიო პირებს ეხებათ, ჩვენ არ ვიცით, როგორ უსმენენ პოლიტიკოსებს, პარტიებს, დირექტორებს.

 თქვა პარლამენტის დეპუტატმა, თამარ კორძაიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

კომენტარები