პარლამენტი

კობახიძე: პროვოკაციების პრევენციის მიზნით, პარლამენტი კარვებზე კანონს ამ კვირაში მიიღებს

თქვენ მოისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების შესანახად და ასე შემდეგ. შესაბამისად, უსაფრთხობის კუთხითაც რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის მიღება, რომელიც არის დაინიცირებული და პარლამენტი მიმდინარე კვირაში მიიღებს სამი მოსმენით.

ის რევოლუციური პროცესები, რომელზეც დეტალური ინფორმაცია დღესაც მოვისმინეთ, იგეგმება სწორედ ოქტომბრიდან ნოემბერ-დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, დაჩქარებას აქვს თავისი ლოგიკური საფუძველი.

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მომზადებულ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება.

კომენტარები