საშუალო ხელფასი

თურნავა საშუალო ხელფასზე: როცა ეკონომიკა ჯანსაღდება, ზრდა გარდაუვალია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქსტატის საშუალო ხელფასის სტატისტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად შრომის ანაზღაურების ზრდა გარდაუვალია.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში - გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 328 ლარია და წინა წელთან შედარებით 15.5%-ით, 177.9 ლარითაა გაზრდილი. 

კომენტარები