საქსტატი

საქსტატი: საშუალო ხელფასი 1 328 ლარია, ყველაზე მაღალია საფინანსო და სადაზღვევო სექტორში

საქსტატმა დღეს, 15 სექტემბერს, 2021 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული საშუალო ნომინალური ხელფასის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, საშუალო ხელფასი 1,328 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 177.9 ლარით მეტია. 

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);

• მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით);

აღსანიშნავია, რომ მაჩვენებლის სწორი ინტერპრეტირებისთვის მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ რეალური და ნომინალური ხელფასი. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ნომინალურია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაქირავებით დასაქმებულთა მიერ ვალუტაში აღებული ხელფასის რიცხვობრივ ოდენობას აღწერს და არა ამ თანხის მსყიდველობით უნარს, რაზეც გავლენას ახდენს ინფლაცია. ვრცლად:

 

კომენტარები