ქობულეთი

"შეტყობინებები გვაქვს დატბორვაზე, მეწყრულ პროცესებსა და დაზიანებებზე" – სტიქია ქობულეთში

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

ქობულეთში ძლიერმა წვიმამ და ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. როგორც ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ამბობს, 50-მდე შეტყობინება მიიღეს -  დატბორვაზე, სოფლებში მეწყრულ პროცესებსა და ქარის მიერ შემობების დაზიანებაზე.

"გვაქვს რამდენიმე შემთხვევა მეწყრული პროცესების, რომელიც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს. ყველა ასეთ შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია გადაუდებლად მიიღებს ზომებს ასეთი ოჯახების უსაფრთხოდ გაყვანის შესახებ". - ამბობს ქათამაძე. 

ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობის დახმარებას ითხოვს. მათივე თქმით, ძლიერი წვიმა მსგავს პრობლემებს ხშირად იწვევს.

"ქარბორბალა იყო. ძალიან დაგვიზიანა ოთახები, წყალი ჩამოდის. დახმარებას ვითხოვთ. ჩვენი მეზობლის მთლიანი სახურავი გადმოხადა, გადმოვარდა და ჩვენს ეზოში დაეცა, მანქანა დაგვიზიანა". - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ფორმულასთან ინტერვიუში.  

კომენტარები