ქობულეთი

ქობულეთში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ბათუმელები ავრცელებს ჩაისუბანში მერის წარმომადგენლის, ჯუმბერ ყურშუბაძის კომენტარს, მისი თქმით გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სურათში "მთის ასპიტი" ამოიცნეს, რომელიც ნამდვილად გვხვდება ამ რეგიონში და მასთან კონტაქტი რისკის შემცველია. 

კომენტარები