ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მომხდარ უბედურ შემთხვევას 55 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო კაცი მის შეკეთებას შეეცადა, რა დროსაც ტექნიკა დაგორდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





