პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი: გაცილებით მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს EU-სთან, ვიდრე ეს კონკრეტული სესხი

სესხი იყო დაკავშირებული რა თქმა უნდა სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების დანიშვნასთან, ასეთი წვრილმანებით როგორც კი ვკონცენტრირდებით და ურთიერთობას ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან, ვფიქრობ ეს არის დამაკნინებელი და დამაზიანებელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი დონის, სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი, კონკრეტული და ცალკე აღებული სესხი. 75 მილიონი ევრო რამე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს.

ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის 75 მილიონიან დახმარებაზე უარის თქმაზე დასმულ კითხვას.

კომენტარები