ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალი პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმით გაიხსნა

BBC

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი, პედრო ალმოდოვარის ახალი ნამუშევრით გაიხსნა. ფილმ Madres Paralelas-ს დარბაზში შეკრებილი აუდიტორია ცხრაწუთიანი აპლოდისმენტებით შეხვდა.

კრიტიკოსებმა ესპანელი რეჟისორის ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს პენელოპე კრუზი ასრულებს, უმაღლესი შეფასებები მისცეს. პარალელური დედები მიმდინარე კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ალმოდოვარს ვენეციის კინოფესტივალის პირველი ჯილდო, ოქროს ოზელა 1988 წელს აქვს მიღებული. 2019 წელს რეჟისორს კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოქროს ლომი გადაეცა.

Madres Pralelas-ის გარდა წლევანდელ კინოფესტივალზე ჯეინ კემპიონის, ანა ლილი ამირპურის, ძმები დინოჩენცოების, პოლ შრაიდერის და სხვა რეჟისორების ფილმებია წარდგენილი.

ვენეციის 78-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე პარაზიტის რეჟისორი, ბონ ჯუ ჰოა. საპატიო ჯილდოები გადაეცათ იტალიელ რეჟისორს რობერტო ბენინის და ამერიკელ მსახიობს ჯეიმი ლი კერტისს.

კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება 11 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები