ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

Hollywood Rerporter

რიგით 78-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. მნიშვნელოვანი კინოღონისძიების გამარჯვებული ფრანგი რეჟისორი ქალის, ოდრი დივანის დრამა L'événement გახდა.

კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ ასევე პაოლო სორენტინო, ჯეინ კემპიონი, პენელოპე კრუსი და სხვა კინომოღვაწეები. წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე პარაზიტის რეჟისორი ბონ ჯუნ ჰო იყო. 

საკონკურსო პროგრამის გარდა ფესტივალზე შედგა პრემიერები ისეთი ფილმების, როგორებიც არის დიუნი, რიდლის სკოტის უკანასკნელი დუელი, საშინელებათა ფილმ ჰელოუინის ახალი ნაწილი.

კინოში შეტანილი ღვაწლისთვის საპატიო ჯილდოები გადაეცათ ჯემი ლი კერტისსა და რობერტო ბენინის.

ვენეციის 78-ე კინოფესტივალის გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება:

ოქროს ლომი – L'événement (რეჟ. ოდრი დივანი, საფრანგეთი)

გრან პრი – È stata la mano di Dio (რეჟ. პაოლო სორენტინო, იტალია)

ვერცხლის დათვი – The Power of the Dog (რეჟ. ჯეინ კემპიონი, აშშ)

საუკეთესო მსახიობი ქალი – პენელოპე კრუსი (Madres Paralelas)

საუკეთესო მსახიობი კაცი – ჯონ არსილა (On the Job: The Missing 8)

ჟიურის სპეციალური პრიზი – Il buco (რეჟ. მიქელანჯელო ფრამანტინო, იტალია)

საუკეთესო სცენარი – The Lost Daughter (რეჟ. მეგი ჯილენჰოლი, აშშ)

საუკეთესო ახალბედა მსახიობი – ფილიპო სკოტი (È stata la mano di Dio)

 

კომენტარები