პოლიტიკური კრიზისი

კალაძე EU-ზე: თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და დურაკები ვართ, უარს ვამბობთ – ეს სესხია

ეს არ არის დახმარება, საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ეს არის სესხი. რა სხვაობაა დახმარებასა და სესხს შორის? გაქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი დურაკები ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი. საუბარია სესხზე და განსხვავებაა სესხსა და დახმარებას შორის.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 31 აგვისტოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების გაცემას საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო ისედაც არ აპირებდნენ. EU-ს შეფასებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

კომენტარები