პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ამ რეჟიმისგან ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნის მიმართ იმედგაცრუების ჩამოყალიბებაა

ივანიშვილის რეჟიმი ყველაზე დიდ საფრთხეს, სხვა საფრთხეებთან ერთად, რასაც გვიქმნის, ეს არის იმედგაცრუების ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ. ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, სამწუხაროდ, წარმოადგენს მისი მთავრობა. სანამ ეს სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის სახიფათო მთავრობა გვყავს, აქტიურობა საჭიროა მუდმივი პროდასავლური სპექტრის წარმომადგენლებისგან, რომ სანამ ამ მთავრობას შევცვლით, მანამდე ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ მკაფიო გზავნილი, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით გამოხატავს საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას, ანუ საზოგადოების არჩევანს, რომ იყოს თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი სამყაროს, NATO-სა და ევროკავშირის წევრი. ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები, რომელიც გვაშორებს ამ ამოცანას და თაობის შანსს, რომ ეს მისია შევასრულოთ, არ გამოხატავს ჩვენი ხალხის ნებას. ეს არის ამ წერილის მთავარი გზავნილი. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა 2 სექტემბერს NATO-სა და ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართა, სადაც წერდნენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა სახიფათო ტრაექტორიას აუარესებს. 

კომენტარები