პოლიტიკური კრიზისი

ნონიაშვილი: დოკუმენტზე ხელის მოწერა, როცა თავად ხელისუფლება გასულია, არასერიოზულიც კია

ევროპული საქართველოს პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით არის უცვლელი. ჩვენ არც აქამდე მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და არც ახლა ვაპირებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ვერანაირ მზაობას ვერც ვხედავდით და ვერც ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს და, რეალურად, ისეთი შეთანხმებები დადოს, რომლებიც ადამიანების საკეთილდღეოდ და კრიზისის განსამუხტად იქნება. 

შეთანხმება შეთანხმებისთვის არ უნდა იდებოდეს, რომელიც შემდეგ არ სრულდება ხოლმე. ამ თვეებმა ნათლად აჩვენა, რომ, სინამდვილეში, ამ შეთანხმებამ ზუსტად იგივე ბედი გაიზიარა. შეთანხმება დაიდო შეთანხმებისთვის, რომელიც ხელისუფლებამ არ შეასრულა და, იმ პირობებში, რომ ხელისუფლება ძალადობას აღვივებდა და პოლიტიკურ კრიზის აღრმავებდა, თითს იშვერდა ოპოზიციური პარტიებისკენ, რატომ არ აწერთ ხელსო. 

აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დღეს არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, როცა ეს შეთანხმება, ჩვენი აზრით, უკვე აღარ არის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ცოტათი არასერიოზულიც არის ხელის მოწერა ამ დოკუმენტზე, როცა თავად ხელისუფლება გასულია ამ დოკუმენტიდან.  

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმებას.  

კომენტარები