ავღანეთი

თალიბანმა ამერიკული სამხედრო ტექნიკით ავღანეთში საზეიმო აღლუმი ჩაატარა

თალიბანის საზეიმო აღლუმი
ფოტო: CNN

თალიბანმა ხელში ჩავარდნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო იარაღებით კანდაჰარში საზეიმო აღლუმი მოაწყო

საზეიმო სვლაში მონაწილეობას იღებდა: ასეულობით ამერიკული Humvee, M1117, ჯავშნოსანი და სატვირთო მანქანა. 

The Guardian-ის ცნობით, თალიბები გამარჯვებას და ავღანეთში აშშ-ს 20-წლიანი მისიის დასრულებას ზეიმობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ აღლუმამდე ერთი დღით ადრე თალიბანის სპიკერმა, ზაბუჰულაჰ მუჯაჰიდმა ავღანეთს გამარჯვება და ამერიკის დამარცხება მიულოცა. 

"ვულოცავთ ავღანეთს, გამარჯვება ჩვენია. ამერიკა დამარცხდა, ეს ისტორიული მომენტი გაკვეთილია სხვა დამპყრობლებისთვის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ავღანეთის ისლამური ემირატი თავისუფალი და დამოუკიდებელია". – თქვა მუჯაჰიდმა. 

გარდა სახმელეთო სამხედრო ტექნიკისა, აღლუმზე ამერიკული ვერტმფრენებიც შეიმჩნეოდა. 

ამერიკელი სენატორი ჯიმ ბენქსის თქმით, თალიბანს ახლა იმაზე მეტი Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენები ჰყავს, ვიდრე ქვეყნების 85%-ს. 

SIGAR და GAO-ს ინფორმაციით, ამერიკული ჯარის ავღანეთიდან გასვლით თალიბანს ხელში ჩაუვარდა: 22 000 Humvee, 8 000 სატვირთო, 42 000 მანქანა, 100-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 634 M117, 169 ჯავშნოსანი და 155 ნაღმგამძლე მანქანა. 

გარდა ამისა, თალიბების მფლობელობაშია: 360 000 ავტომატი, 127 000 პისტოლეტი და 65 000 ტყვიამფრქვევი. 

 

კომენტარები