პოლიტიკური კრიზისი

ბურჭულაძე: სად იყვნენ 2012-მდე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები? ურთიერთობა იყო დაბალ დონეზე

აბა, თუ გიკითხავთ თქვენ, 2012 წლამდე როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან? იყო ძალიან დაბალ დონეზე. ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ესა თუ ის დაფინანსება გვინდა თუ არა, რა თქმა უნდა, როცა არის სესხზე საუბარი.

2012 წლიდან ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, როდესაც მივაღწიეთ უმაღლეს ნიშნულს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის. ეს ურთიერთობა გრძელდება დღესაც. აბა, რითი კეთდება ის მასშტაბური ღონისძიებები ინფრასტრუქტურაში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსებით. სად იყვნენ 2012 წლამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები თუ კითხულობთ? ეს არის ყოველდღიური მუშა პროცესი. ნუ ქმნით ტრაგედიას ამისგან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვათ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე. ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.

კომენტარები