კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალება არასწორი დაგეგმვის ტრაგიკული მაგალითია

[საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალება] კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითია არასწორი დაგეგმვისა და პაციენტთა ნაკადის არასწორი მართვის. პაციენტი სად უნდა მოხვდეს, ამას წინასწარ გაწერილი გეგმა, სქემა და, რაც მთავარია, ჩვენი პერსონალის წვრთნა სჭირდება. 

ეს, ცალსახად, ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა.

ამბობს ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი. გუშინ, 28 აგვისტოს, ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა. ექიმის თქმით, პაციენტი საშუალო სიმძიმის იყო - მას გული გაუჩერდა. 

კომენტარები