კორონავირუსი საქართველოში

საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელი გარდაცვლილზე: საშუალო სიმძიმის იყო, გული გაუჩერდა

ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული პაციენტი "საშუალო სიმძიმის" იყო და მას გული გაუჩერდა.

"არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დამდგარიყო დღის წესრიგში. პაციენტი იყო 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, დაფიქსირდა გულის გაჩერება. დაუყონებლივ მოხდა დაწყება პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერხდა". – თქვა ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით და აღნიშნა, რომ პაციენტი აცრილი არ იყო.

"იმყოფებოდა ჰაიფლოუ სისტემის აპარატზე. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დამძიმება განისაზღვრება კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური. მისი ახლობლები იყვნენ ახალი მოსულები, ჩავაყენეთ საქმის კურსში და შემდგომ უკვე მოხდა ეს ფაქტი. უცბად დამძიმდა. პაციენტი არ იყო მძიმე მდგომარეობაში, ის იყო საშუალო სიმძიმის, მას მიეწოდებოდა მაღალი ინტენსივობის ჟანგბადი, დაფიქსირდა გულის გაჩერება და რეანიმაცია აღმოჩნდა უშედეგო. პაციენტი არ იყო ვაქცინირებული. ეს არის პირველი ლეტალური გამოსავალი ჩვენს კლინიკაში". – ამბობს ჩიქოვანი.

ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელის მტკიცებით, "არ ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულიყოს და მისი გადაყვანა ვერ მოგვეხერხებინა. ის, ვინც გაავრცელა ეს დეზინფორმაცია, არის ცუდი საქციელი“.


საცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები