მოზარდების ვაქცინაცია

ახალი კვლევების ფონზე, CDC 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრის რეკომენდაციას ძალაში ტოვებს

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის რეკომენდაციას ძალაში ტოვებს. 

ამ დრომდე არსებული მონაცემებით, რომელიც პრეავტორიზებული ფაიზერის ვაქცინით ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობოდა, 12-17 წლის მოზარდებში, აცრის შემდეგ, ლოკალური და სისტემური, მსუბუქი და საშუალო გვერდითი მოვლენები შეინიშნებოდა, რომელთა შორის ყველაზე საყურადღებო მიოკარდიტი, ანუ გულის კუნთის ანთება მოიაზრება.

ახალი კვლევების შედეგად, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში კვლავ ვლინდება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით კი ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ. რეაქციების მცირე ნაწილი სიმპტომურად მიოკარდიტთანაცაა კავშირში. 

ამის მიუხედავად, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენები 12-17 წლის მოზარდებში იშვიათია. შედეგად, რისკებისა და სარგებლის შეფასების შემდეგ, იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა საბჭო აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ჩატარების რეკომენდაციას ძალაში ტოვებს. 

კვლევას შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ აქ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინით 12 წელს ზემოთ მოზარდებს ამ დრომდე არ ცრიან. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, ისინი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებას ელოდებიან. გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ მოზარდების ვაქცინაცია ქვეყანაში, შესაძლოა, შემოდგომაზე დაიწყოს

კომენტარები