კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მიმაჩნია, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრას შემოდგომაზე დავიწყებთ

არ დაგიმალავთ, შიდა მსჯელობა, შიდა განხილვა ამ საკითხის [12 წელს ზემოთ მოზარდების აცრა]  მიმდინარეობს და მზადდება გარკვეული წანამძღვრები, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ. 

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ დავიწყებთ 12 წლის ზემოთ მოზარდებში აცრებს შემოდგომაზე, რაღაც დროს. ამიტომ, ყოველმხრივი მზადება მოდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებითი არგუმენტი იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

კომენტარები