კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ვაქცინირებულებში ფილტვის დაზიანება მკვეთრად ნაკლებია, ჩემი თვალით დავინახე

მინდა ჩემი კლინიკის მაგალითზე გითხრათ -  უამრავი პაციენტი მყავს გატარებული, როგორც ვაქცინირებული, ისე არავაქცინირებული. მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი თვალით დავინახე, რომ ვაქცინირებულ პაციენტებში ფილტვის დაზიანების სიმძიმის ხარისხი მკვეთრად ნაკლებია. ანუ, ასეთ პაციენტებს არ სჭირდებათ რეანიმაციული მეთვალყურეობა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია პაციენტი იყოს ინფიცირებული, მაგრამ მას მხოლოდ და მხოლოდ მცირე სიმპტომატიკით გამოუვლინდეს COVID-19-ის დაავადება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ მაინტერესებს არავის პირადი ამბიცია. მაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ნაკლები გარდაცვლილი პაციენტი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი Facebook Live-ში.

კომენტარები