კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, 25 რეანიმაციაშია

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, რეანიმაციაში კი 25 პაციენტია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 875 ტესტი და დადასტურდა 2 354 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 200 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 517 098 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 831 და გამოჯანმრთელდა 453 488 პირი.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები