კორონავირუსი საქართველოში

მამა თამაზი: COVID-19-ით გარდაცვლილები აუცრელები იყვნენ, ქრისტიანობა სიცოცხლის დაცვას გვასწავლის

სახარება გვასწავლის, რომ ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ადამიანის ეშმაკით შეპყრობილობისა არის თავის განადგურების სურვილი. მარკოზის სახარების მე-5 თავში აღწერილია ღადარინელთა მხარეში ქრისტეს შეხვედრა უწმინდური სულით შეპყრობილ კაცთან. ეშმაკით შეპყრობილს სახლში ვერ აკავებდნენ, საფლავებში ცხოვრობდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს. წარმოიდგინეთ: ეშმაკისგან შეშლილი ადამიანი ქვებს ახეთქებდა თავს, რომ თავი გაენადგურებინა და მომკვდარიყო. ეს უკიდურესად საშიში მდგომარეობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ როცა უდიერად ვეკიდებით სიცოცხლეს, როცა თავს ვინადგურებთ, ეს შეუძლებელია კეთილისგან იყოს, გააზრებულად თუ გაუაზრებლად საკუთარი თავის განადგურების სურვილი ყოველთვის ეშმაკის შთაგონებაა და ეს არის უმძიმესი ცოდვა. 

დღეს კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, მხოლოდ აგვისტოში 900-ზე მეტი გარდაცვლილია, ყველა მათგანი აუცრელი იყო. დაიცავით და გაუფრთხილდით სიცოცხლეს. ამას ცალსახად ასე გვასწავლის ქრისტიანობა.

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook-ზე.

კომენტარები