კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: ანამნეზში არ არსებობს ალერგია, რომლის დროსაც შეიძლება, აცრაზე უარი ვთქვათ

ახლა ჩემთან მოვიდა ვაქცინაციის ცენტრიდან გამობრუნებული ადამიანი, მიზეზი 25 წლის წინ ჭინჭრის ციება (ურტიკარია) ანამნეზში.

ჩემო ძვირფასო კოლეგებო, არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში (ასთმა, რინიტი, დერმატიტი, ურტიკარია, კვინკე...), რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას!

წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი. 

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ, თუ ვაქცინაციაზე მისულს აცრაზე უარს ეტყვიან, ექიმს მიზეზი წერილობით დააფიქსირებინოს. განცხადებას რეგულირების სააგენტო შეისწავლის, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება.

კომენტარები